თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის მამაკაცს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა დიაგნოზი საკმაოდ სერიოზულია. 35%, მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა, ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა. თუ გავითვალისწინებთ რა ვითარებაში მოხდა ასეთი დაზიანება, სავარაუდოდ გაზის საკმაოდ ძლიერი აფეთქებით, კიდევ საკმაოდ მძიმე პერიოდი წინ გვაქვს. ბუნებრივია, გარკვეული პერიოდი დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან საკმაოდ სერიოზული დაზიანებებით არის პაციენტი შემოსული“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე გუშინ მოხდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.