თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირით აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა [ფოტო]

21:12, 28.10.2019

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირით აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 77 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად ჩამონგრეულია მეხუთე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის კედლები.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

მსგავსი