ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ექვსი წლის პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მისი მდგომარეობა სტაბილურია
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ექვსი წლის პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მისი მდგომარეობა სტაბილურია

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში გადმოყვანილი ექვსი წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ბავშვს მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე არ გამორიცხავს, რომ მცირეწლოვანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.

„ამ წუთისთვის ბავშვის მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა, საკმაოდ სერიოზული დამწვრობები აქვს მიღებული, განსაკუთრებით უკანა ზედაპირებზე, სადაც ბენზინის აალების შედეგად მიიღო ეს ტრავმა. გარკვეული პერიოდი დარჩება დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. შესაძლებელია მას ქირურგიული ჩარევებიც კი დასჭირდეს“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში ექვსი წლის ბავშვი 30 მაისს გადმოიყვანეს.