ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი სამი პაციენტიდან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება
ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი სამი პაციენტიდან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან სამი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

დამწვრობის ცენტრში მოთავსებული სამი პაციენტიდან ორი რეანიმაციაში იმყოფება, ხოლო ერთი დამწვრობის განყოფილებაში.

„სამი პაციენტი შემოიყვანეს. ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა აფეთქება. იქ მიიღეს დამწვრობა ცეცხლის სახით, ორი პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციაში, ერთი დამწვრობის განყოფილებაში. მიმდინარეობს მკურნალობა, უტარდება აუცილებელი პროცედურები. სამივეს აქვს სახის და ხელების არეში დაზიანება. წინასწარ პროგნოზისგან თავს შევიკავებ. რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტებში შეიძლება იყოს სასუნთქი გზების დაზიანება. კიდევ ერთი პაციენტი რჩება დამწვრობის განყოფილებაში. სამივე პაციენტი შუახნის მამაკაცია“, – განაცხადა დაწვრობის ცენტრის ექიმმა, გიორგი დავლიანიძემ.

კიდევ ერთი დაშავებული, შუახნის ქალბატონი მკურნალობას ალადაშვილის კლინიკაში გადის.

ხანძარი თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე გაჩნდა.