საგანგებო სიტუაციების სამსახური - ბათუმში ხანძრის შედეგად 560 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა [ვიდეო]
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან სავაჭრო ცენტრში დაიწვა და დაზიანდა 10 მაღაზია, ასევე სავაჭრო ცენტრის სახურავი – ჯამში 560 კვ.მ ფართობი, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხანძრის სწრაფ გავრცელებას სავაჭრო ცენტრში არსებულმა ადვილად აალებადმა პროდუქციამ შეუწყო ხელი.
„ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე ბაზრობაზეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 65 მეხანძრე-მაშველი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციაში.
ბათუმში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 112-ში 02:05 საათზე შევიდა.