საფრანგეთმა „სტად დე ფრანსზე“ კოლუმბიასთან 2:0-დან 2:3 წააგო
საფრანგეთმა „სტად დე ფრანსზე“ კოლუმბიასთან 2:0-დან 2:3 წააგო

“სტად დე ფრანსზე” ამხანაგური მატჩი საფრანგეთსა და კოლუმბიას შორის მოულოდნელად დასრულდა.

დიდიე დეშამის გუნდისთვის შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო – 26-ე წუთისთვის მასპინძლები ოლივიე ჟირუსა და ტომა ლემარის გოლით 2:0 დაწინაურდნენ. განსაკუთრებით ლამაზი გამოვიდა კომბინაცია, რომელსაც ლემარის გოლი მოჰყვა.

მაგრამ, ფრანგებმა არა თუ ვერ შეძლეს ამ უპირატესობის შენარჩუნება, არამედ დამარცხდნენ – 2:3. პირველ ტაიმში ერთი ბურთი მურიელმა გაქვითა, მეორე ნახევარში კი ფალკაომ 62-ე წუთზე გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი კინტერომ 85-ე წუთზე პენალტით გაიტანა. ამით შეწყდა საფრანგეთის ნაკრების შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია.

საფრანგეთმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
საფრანგეთი: ლორისი, დინი (ერნანდესი, 76), ვარანი, უმტიტი, სიდიბე, მატუიდი (პოგბა, 65), კანტე, ლემარი, გრიზმანი (ტოვენი, 83), ჟირუ (ბენ იედერი, 73), მბაპე (დემბელე, 66).ა