საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარში ირანის ბირთვული შეთანხმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს
საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ირანის ბირთვული შეთანხმება და სირიაში არსებული ვითარება განიხილეს.
ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ირანის ბირთვული შეთანხმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
შემდეგ კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთს ესტუმრება და ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.