შეაჩერე აგრესია, ძალადობისთვის მიზეზი არ არსებობს - ლეგენდარულმა პელემ პუტინს მიმართა  #1TVSPORT
შეაჩერე აგრესია, ძალადობისთვის მიზეზი არ არსებობს - ლეგენდარულმა პელემ პუტინს მიმართა  #1TVSPORT

უკრაინამ შოტლანდიაში გამარჯვება (3:1) იზეიმა და ყატარის მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ამ მატჩის შემდეგ, ლეგენდარულმა პელემ პუტინს კვლავ მიმართა და უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„მინდა, გამოვიყენო დღევანდელი თამაში მიმართვისთვის: შეაჩერე აგრესია, ძალადობისთვის მიზეზი არ არსებობს, – დაწერა პელემ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე. – ეს ომი უსამართლოა და არაფერი მოაქვს ტკივილის, შიშისა და შფოთვის გარდა“, – განაცხადა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.

პელემ გაიხსენა 2017 წელს მოსკოვში კონფედერაციის თასის გათამაშების დროს პუტინთან ბოლო შეხვედრა:

„წარსულში ერთმანეთს ღიმილით და ხელის ჩამორთმევით ვხვდებოდით. არ ველოდი, რომ ერთ დღეს ისე შორს ვიქნებოდით, როგორც ახლა ვართ“.

უკრაინაში რუსული არმია 24 თებერვალს შეიჭრა. ომი უკვე მეოთხე თვეა გრძელდება, განადგურდა არაერთი უკრაინული სოფელი, დაბა და ქალაქი, არის დიდი მსხვერპლი, ხოლო უკრაინის ეკონომიკას ოკუპანტებმა დამანგრეველი ზარალი მიაყენეს.

დატოვე კომენტარი