საფრანგეთის პოლიციამ ყვითელჟილეტიანების აქციებისთვის შემუშავებული ტაქტიკა შეცვალა
საფრანგეთის პოლიციამ ყვითელჟილეტიანების აქციებისთვის შემუშავებული ტაქტიკა შეცვალა

საფრანგეთის პოლიციამ ყვითელჟილეტიანების აქციებისთვის შემუშავებული ტაქტიკა შეცვალა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სამართალდამცველების სტრატეგია სოციალური ქსელებით გავრცელდა.

საიდუმლო დოკუმენტის გავრცელების გამო საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების ტაქტიკაში ცვლილებები შეიტანა. ამ ინფორმაციას “ფრანს პრესი” ავრცელებს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, ძალადობისგან თავი შეიკავონ და დიალოგის მაგიდასთან დაბრუნდნენ. კრისტოფერ კასტანერის თქმით, პოლიცია პარიზში არეულობას არ დაუშვებს და კანონდამრღვევების მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პრინციპით იმოქმედებს.

დღეს საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. ყვითელჟილეტიანების სახელით ცნობილი მოძრაობის აქტივისტები და მათი მხარდამჭერები მთავრობას გადასახადების შემცირებას, ხელფასების გაზრდასა და ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვას მოითხოვენ.

პარიზის რამდენიმე რაიონში უკვე მოხდა მცირე შეტაკებები პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის. სამართალდამცველები კი ცრემლსადენი აირს უშვებენ. ჯერ დაზარალებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.