საფრანგეთში მოკლული სკოლის მასწავლებლის პატივსაცემად, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ათასობით ადამიანმა აქცია გამართა
საფრანგეთში მოკლული სკოლის მასწავლებლის პატივსაცემად, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ათასობით ადამიანმა აქცია გამართა

საფრანგეთში მოკლული სკოლის მასწავლებლის, სამუელ პატის პატივსაცემად, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ათასობით ადამიანმა აქცია გამართა. პარიზში აქციის მონაწილეებმა ტრანსფარანტებზე „მე ვარ მასწავლებელი“, „მე ვარ საფრანგეთი“ დააწერეს.

მასწავლებლის მკვლელობასთან დაკავშირებით საფრანგეთში მე-11 ადამიანი დააკავეს. პარიზში გამართულ აქციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და დედაქალაქის მერი შეუერთდნენ. წუთიერი დუმილის შემდეგ, აქციაზე ქვეყნის ჰიმნი დაუკრეს.

აქციები გაიმართა ლილში, მარსელში, ნანტში, ლიონში, სტრასბურგში, ბორდოში და სხვა ქალაქებში. სკოლის მასწავლებელი პარიზთან ახლოს 16 ოქტომბერს მოკლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასწავლებელი მოსწავლეებს მუსლიმთა წინასწარმეტყველის, მუჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა.