საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა.

მომიტინგეები საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის – ეროვნული კრების შენობასთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ მათ არ მისცა. რამდენჯერმე გამოიყენეს ცრემლსადენი აირიც.

აქტივისტების ცნობით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ერთ-ერთი მომიტინგის დაპატიმრების კადრები სოციალური ქსელებით ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ აქციამდე ერთი დღით ადრე, პარიზის პრეფექტურამ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში დემონსტრაციების გამართვა აკრძალა. ამ ჩამონათვალში არის სამთავრობო შენობები და პარლამენტიც.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პარლამენტში საპენსიო რეფორმის განხილვა მიმდინარეობს. აქტივისტები რეფორმის მიხედვით გათვალისწინებული საპენსიო ასაკის მომატების წინააღმდეგ გამოდიან.