საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ათამდე პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, თუმცა რეალური ბრძოლა მმართველ პარტია „სირიზასა“ და ოპოზიციურ პარტია „ახალ დემოკრატიას“ შორისაა. გამოკითხვების თანახმად, გამარჯვებას სწორედ ოპოზიციური პარტია და მისი ლიდერი კირიაკოს მიცოტაკისი მოიპოვებენ.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 19:00 საათზე დაიხურება. არჩევნების პირველადი შედეგები დღეს, ღამის საათებში გახდება ცნობილი.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც მმართველი პარტია ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდა. დღეს მიმდინარე არჩევნები ბოლო ათ წელიწადში უკვე მეექვსეა.

ამასთან, დღეს პირველად ხმის მიცემის უფლებით 17 წლის ახალგაზრდებიც ისარგებლებენ.