საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის სასახლის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის სასახლის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

საბერძნეთში, პრემიერ-მინისტრის სასახლის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

კერძოდ, ცეცხლი პრემიერ-მინისტრის სასახლის გვერდით მდებარე შენობის პირველ სართულზე, საწყობს გაუჩნდა.

მედიის ცნობით, ხანძარი დილის საათებში გაჩნდა და მალევე იქნება ლოკალიზებული. შემთხვევის შედეგად მხოლოდ შენობის გარე ფასადის მცირე ნაწილი დაზიანდა. ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობდა 24 მეხანძრე, მობილიზებული იყო დამატებით ორი სპეციალური ტექნიკაც.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. პირველადი მონაცემების მიხედვით, შესაძლოა, ეს მოკლე ჩართვის ბრალი ყოფილიყო.