საბერძნეთის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერს მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი მიანიჭა

13:45, 08.07.2019

საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოფის პავლოპულოსმა, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ახალი დემოკრატიის“ ლიდერს, კირიაკოს მიცოტაკისს მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი მიანიჭა.

კირიაკოს მიცოტაკისი პრემიერ-მინისტრის სავარძელს დღეს ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ დაიკავებს.

მისმა პარტიამ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 300-დან 158 მანდატის მოპოვება შეძლო. ქვეყნის მომავალ ლიდერს გამარჯვება უკვე მიულოცა მოქმედმა პრემიერმა ალექსის ციპრასმა, რომლის პარტია „სირიზამ“ ხმათა 31.5%-ით მეორე ადგილი დაიკავა.

მსგავსი