საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ბარიერი ვერ გადალახა

09:25, 22.05.2023
Greece's Prime Minister and leader of New Democracy Kyriakos Mitsotakis, center, addresses supporters at the headquarters of his party in Athens, Greece, Sunday, May 21, 2023. The conservative party of Greek Prime Minister Kyriakos Mitsotakis has won a landslide election but without enough parliamentary seats to form a government. (AP Photo/Petros Giannakouris)

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ „ახალი დემოკრატები“ გაიმარჯვა, თუმცა მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ბარიერი ვერ გადალახა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ამ დროისთვის დათვლილ ხმათა 40,8% მიცოტაკისის პარტია „ახალმა დემოკრატებმა“ მოიპოვა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა პარტია „სირიზამ“ – 20,1%.

მიცოტაკისმა პარტიის გამარჯვებას „პოლიტიკური მიწისძვრა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ბერძნებმა მის პარტიას მიანიჭეს ოთხწლიანი მთავრობისთვის მანდატი.

მედიის ცნობით, საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ მას კოალიციის შექმნის შანსს შესთავაზებს, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, მიცოტაკისი უარს იტყვის.

მსგავსი