საბერძნეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ, „ახალმა დემოკრატიამ“ გაიმარჯვა

01:18, 08.07.2019

საბერძნეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციურმა კონსერვატიულმა პარტიამ, „ახალმა დემოკრატიამ“ მოიპოვა.

საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, „ახალ დემოკრატიას“ ხმების 39.8 პროცენტი, პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის პარტია „სირიზას“ კი 31.5 პროცენტი აქვს.

შედეგებს უკვე გამოეხმაურა თავად ალექსის ციპრასი და თქვა, რომ პატივს სცემს საბერძნეთის მოსახლეობის არჩევანს. ​ციპრასმა „ახალი დემოკრატიის“ ლიდერს, კირიაკოს მიცოტაკისს გამარჯვება მიულოცა.

ათენში ახალი პრემიერ-მინისტრის ფიცის დადების ცერემონია 8 ივლისს გაიმართება.

მსგავსი