საბერძნეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ, „ახალმა დემოკრატიამ“ გაიმარჯვა
საბერძნეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციურმა კონსერვატიულმა პარტიამ, „ახალმა დემოკრატიამ“ მოიპოვა.
საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, „ახალ დემოკრატიას“ ხმების 39.8 პროცენტი, პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის პარტია „სირიზას“ კი 31.5 პროცენტი აქვს.
შედეგებს უკვე გამოეხმაურა თავად ალექსის ციპრასი და თქვა, რომ პატივს სცემს საბერძნეთის მოსახლეობის არჩევანს. ციპრასმა „ახალი დემოკრატიის“ ლიდერს, კირიაკოს მიცოტაკისს გამარჯვება მიულოცა.
ათენში ახალი პრემიერ-მინისტრის ფიცის დადების ცერემონია 8 ივლისს გაიმართება.