თურქეთმა საბერძნეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ორი თვითმფრინავი და ვერტმფრენი გაუგზავნა

19:48, 13.08.2024

თურქეთმა საბერძნეთს ორი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

როგორც აღინიშნა, თურქეთმა საბერძნეთს დახმარება გუშინ შესთავაზა.

თურქეთის მიერ გაგზავნილი ორი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი ათენის აეროპორტში უკვე დაეშვა.

საბერძნეთში, ათენის გარეუბანში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. სტიქიასთან ბრძოლას გვალვა, ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებს.

მსგავსი