ეგზიტპოლის მონაცემებით, საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტია ლიდერობს
ეგზიტპოლის მონაცემებით, საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტია ლიდერობს

ეგზიტპოლის მონაცემებით, საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტია ლიდერობს, – ამის შესახებ „როიტერი“ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ექვსი სოციალური სააგენტოს მიერ ჩატარებული ერთობლივი ეგზიტპოლის მიხედვით, ლიდერობს ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტია „ახალი დემოკრატები“, მისი მთავარი კონკურენტი კი პარტია „სირიზაა“.

საბერძნეთში საარჩევნო უბნები დღეს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა.

ამ დროისთვის დათვლილია ხმების დაახლოებით 30 პროცენტი. ეგზიტპოლის მონაცემებით, „ახალი დემოკრატია“ ხმების 41,1 პროცენტს აგროვებს, ხოლო „სირიზა“ – 20.1 პროცენტს.

იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი პარტია უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, საბერძნეთის პრეზიდენტი მოწინავე სამ პარტიას კოალიციის ჩამოსაყალიბებლად სამდღიან ვადას მისცემს. თუკი კოალიციური მოლაპარაკებები ჩავარდება, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.