საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილე ქვეყნების დელეგაციები "ზედაზენის" ქარხანას ესტუმრნენ
საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილე ქვეყნების დელეგაციები “ზედაზენის” ქარხანას ესტუმრნენ. სტუმრებმა საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესები დაათვალიერეს და ქარხანაში წარმოებული პროდუქცია გასინჯეს.
საბავშვო ევროვიზიის გრანდიოზულ შოუმდე მონაწილე ქვეყნების დელეგაციებისთვის კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.
საბავშვო ევროვიზიას საქართველო წელს პირველად მასპინძლობს. ევროფესტივალი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
გუშინ, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფესტივალის მონაწილეების სცენაზე გამოსვლის რიგითობის გამოსავლენად კენჭისყრა გაიმართა.
ქართველი კონკურსანტი გრიგოლ ყიფშიძე მეცხრე ნომრად გამოვა.
ავტორი -
თათია ბუხრაშვილი