საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია - წითელი ხალიჩა

საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია – წითელი ხალიჩა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება.

გახსნის ღონისძიებაში საბავშვო ევროვიზიის 16 ქვეყნის დელეგაცია ღებულობს მონაწილეობას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმართება კენჭისყრა ფესტივალის მონაწილეების სცენაზე გამოსვლის რიგითობის გამოსავლენად.

გახნის ცერემონიაზე საბავშვო ევროვიზიაზე სხვადასხვა წელს საქართველოს წარმომადგენლები და გამარჯვებულები იმღერებენ, ასევე სუხიშვილების ახალი თაობა კონცერტს გამართავს.