საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ ნიცაში, Palais Nikaïa-ს სცენაზე დღეს იმღერებენ

02:18, 26.11.2023

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, Palais Nikaïa-ს სცენაზე დღეს იმღერებენ.

პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით Over The Sky მეათე ნომრად წარდგებიან.

მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე – ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვლენ.

წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალს ესპანეთი გახსნის და ნიდერლანდების წარმომადგენელი დახურავს.

კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას, ტრადიციულად, საზოგადოებრივი მაუწყებელი 19:00 საათზე შემოგთავაზებთ.

24 ნოემბრის 23:00 საათიდან კი საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე vote.Junioreurovision.tv ხმის მიცემა დაიწყო.

მსგავსი