საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთში გაიმართება
საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთში გაიმართება

რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზია 2024 წლის ბოლოს ესპანეთში გაიმართება. ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Radiotelevisión Española (RTVE) ამ კონკურსს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. გასულ წელს ნიცაში ესპანეთმა მეორე ადგილი დაიკავა, კონკურსი ფრანგმა კონკურსატმა მოიგო, თუმცა France Télévisions-მა კონკურსის ორგანიზება წელს RTVE-ს გადასცა.

ესპანეთმა საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2004 წელს მოიგო. თუმცა საბავშვო ევროვიზიის წესები არ ავალდებულებს გამარჯვებულ მაუწყებელს, უმასპინძლოს კონკურსს შემდეგ წელს, როგორც ეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსშია.

„საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გამარჯვებიდან ოცი წლის შემდეგ ჩვენ აღფრთოვანებული ვართ, რომ საბოლოოდ კონკურსს ესპანეთში ჩავატარებთ. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ RTVE მასპინძლობს კონკურსს“, – განაცხადა საბავშვო ევროვიზიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარტინ ოსტერდალმა.