საბავშვო ევროვიზიაზე გრიგოლ ყიფშიძე მეცხრე ნომრად გამოვა

20:00, 20.11.2017

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი გრიგოლ ყიფშიძე მეცხრე ნომრად გამოვა.

საბავშვო ევროვიზიას კვიპროსის წარმომადგენელი ნიკოლა ნიკოლაუ გახსნის. ბოლო მონაწილე, რომელიც ევროვიზიის სცენაზე გამოვა, იტალიის წარმომადგნელი მარია ისიდე ფიოერეა.

საბავშვო ევროვიზიის გახსნის ოფიციალური ცერემონია ​საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს გაიმართა.

საიუბილეო, საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

https://www.facebook.com/1stchannel/posts/1602075126516833

 

 

მსგავსი