„რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე გახდა

საქართველოს პირველი არხის ეთერში პროექტ „რანინას“ გრანდიოზული ფინალი გაიმართა.

„რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე გახდა.

პროექტის ფინალში, ანდრია ფუტკარაძესთან ერთად, ბარბარე მორგოშია და სანდრო გურგენაძე მონაწილეობდნენ.