საბავშვო ევროვიზია 2020-ის ფინალში საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია მეშვიდე ნომრად იმღერებს
საბავშვო ევროვიზია 2020-ის გახსნის ცერემონიაზე მონაწილეთა ფინალში გამოსვლის რიგითობა გახდა ცნობილი. საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია 29 ნოემბერს მეშვიდე ნომრად იმღერებს. კონკურსის ფინალს გერმანელი მონაწილე გახსნის.
როგორც ცნობილია, საბავშვო ევროვიზიის კონკურსი წელს შერეული ფორმატით, ლაივისა და ჩანაწერის რეჟიმში გაიმართება. მონაწილეთა საკონკურსო ნომრების ჩანაწერები ქვეყნებმა უკვე გადააგზავნეს.
საბავშვო ევროვიზია 2020-ის ფინალის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე 29 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.
🎙 ხმის მიცემა დაიწყო
📣 ხმა მიეცი საქართველოს წარმომადგენელს, სანდრა გადელიას, 2020 წლის საბავშვო ევროვიზიაზე, მითითებულ…
Posted by Eurovision Georgia on პარასკევი, 27 ნოემბერი, 2020