სანდრა გადელიას წარმატებული გამოსვლა საბავშვო ევროვიზია 2020-ის კონკურსზე [ვიდეო]

საბავშვო ევროვიზია 2020-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია მე-7 ნომრად გამოვიდა. ქართველმა კონკურსანტმა გიგა კუხიანიძის საკონკურსო სიმღერა „შენ მარტო არ ხარ“ (You are not alone) შეასრულა.

პანდემიის გამო, საერთაშორისო ღონისძიება ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. კონკურსში 12 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა ვებგვერდზე vote.junioreurovision.tv-ზე არის შესაძლებელი. ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ – მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ვიდეოს ყურების შემდეგ, შეგიძლია, ხმა მისცე სამ რჩეულს, მათ შორის საქართველოს. პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს, ყველა სიმღერის შესრულების შემდეგ, ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ 15 წუთით.

საქართველოს სახელით საკონკურსო ქულებს „რანინას“ ერთ-ერთი მონაწილე მარიტა ხვედელიძე გამოაცხადებს.

შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი ახორციელებს.