სანდრა გადელია საბავშვო ევროვიზიაზე მეექვსე ადგილზე გავიდა
სანდრა გადელია საბავშვო ევროვიზიაზე მეექვსე ადგილზე გავიდა

საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია საბავშვო ევროვიზია 2020-ის კონკურსზე მეექვსე ადგილზე გავიდა. ქართველმა კონკურსანტმა 111 ქულა დააგროვა. ესპანეთმა და უკრაინამ საქართველოს წარმომადგენელს 12 ქულა მიანიჭა.

სანდრა გადელია კონკურსზე დღეს მე-7 ნომრად გამოვიდა. ქართველმა კონკურსანტმა გიგა კუხიანიძის საკონკურსო სიმღერა „შენ მარტო არ ხარ“ (You are not alone) შეასრულა.

პანდემიის გამო, საერთაშორისო ღონისძიება ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. კონკურსში 12 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე მიმდინარეობდა.