რუსული „აეროფლოტი“ საქართველოში დაგეგმილი ფრენების ალტერნატივას ეძებს
რუსული „აეროფლოტი“ საქართველოში დაგეგმილი ფრენების ალტერნატივას ეძებს. ავიაკომპანიის გენერალურ დირექტორ ვიტალი საველიევის განაცხადებით, ახალი მარშრუტების მოძიება იოლი არ არის.
„ახლა მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა. მომხდარი ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ამოცანა რთულია, რადგან ახლა ყველაზე ცხელი სეზონია და უნდა ეძებო ახალი მიმართულება. თუ არასწორ მიმართულებას შევარჩევთ, ფინანსური ზარალი გარდაუვალი იქნება“, – განაცხადა საველიევმა.
მისივე თქმით, საქართველოში ფრენების შეჩერების გამო, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა არა მხოლოდ „აეროფლოტი“, არამედ კიდევ ექვსი ავიაკომპანია. საველიევის თქმით, მათ უკვე გადასცეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს შესაძლო ფინანსური ზარალის ამსახველი დოკუმენტები.
„იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ზარალას აგვინაზღაურებენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს საველიევმა.