საქართველომ მძიმე ბრძოლაში რუსეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის თასს დაეუფლა  [ფოტო/ვიდეო]
საქართველომ მძიმე ბრძოლაში რუსეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის თასს დაეუფლა [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2019-2020 წლების  „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ბოლო შეხვედრაში რუსეთს უმასპინძლა. ეს მატჩი გასული წლის ადრეულ გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და 2021 წლის 7 თებერვალს უმაყურებლოდ გაიმართა.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა:

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი , 14. აკა ტაბუცაძე , 13. თამაზ მჭედლიძე , 12. მერაბ შარიქაძე , 11. მირიან მოდებაძე , 10. თედო აბჟანდაძე , 9. ვასილ ლობჟანიძე ;

შერკინება: 1. ზურაბ ჟვანია , 2. შალვა მამუკაშვილი , 3. ბექა გიგაშვილი , 4. ლაშა ჯაიანი, 5. გიორგი ჯავახია , 6. მიხეილ გაჩეჩილაძე , 7. ბექა საღინაძე , 8. თორნიკე ჯალაღონია;

ემოციურად შესრულებული ჰიმნის შემდეგ ქართველებმა მატჩი მაღალ ტემპში დაიწყეს. თუმცა რუსეთის ნაკრები პირველი წუთებიდან ტაიმის ბოლომდე მწყობრად იცავდა თავს, ვერც თვითონ გაიტანა და არც „ბორჯღალოსნებს“ გაატანინა.

0:0 პირველი ტაიმის შემდეგ.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, ჯერ თედო აბჟანდაძემ გაარტყა ბურთი ძელს საჯარიმო დარტყმის შემდეგ, 45-ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძემ გაჭრა რუსეთის დაცვა და საქართველო დააწინაურა. თედო აბჟანდაძის გარდასახვა და 7:0

55-ე წუთზე მსაჯმა რუსები საკუთარი ჩათვლის ხაზთან დააჯარიმო. მასპინძლებმა შერკინებას საჯარიმოს დარტყმა ამჯობინეს და – 10:0.

ჩვენმა გუნდმა კიდევ ორი საჯარიმოს გატანა მოახერხა. რაც  საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან რუსებმა ლელოს გატანა და გარდასახვის შესრულება მოახერხეს. მათ 7 ქულა იკმარეს და „ბორჯღალოსნებმა“ 16:7 გაიმარჯვეს.