საქართველომ მძიმე ბრძოლაში რუსეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის თასს დაეუფლა [ფოტო/ვიდეო]
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2019-2020 წლების „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ბოლო შეხვედრაში რუსეთს უმასპინძლა. ეს მატჩი გასული წლის ადრეულ გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და 2021 წლის 7 თებერვალს უმაყურებლოდ გაიმართა.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი , 14. აკა ტაბუცაძე , 13. თამაზ მჭედლიძე , 12. მერაბ შარიქაძე , 11. მირიან მოდებაძე , 10. თედო აბჟანდაძე , 9. ვასილ ლობჟანიძე ;
შერკინება: 1. ზურაბ ჟვანია , 2. შალვა მამუკაშვილი , 3. ბექა გიგაშვილი , 4. ლაშა ჯაიანი, 5. გიორგი ჯავახია , 6. მიხეილ გაჩეჩილაძე , 7. ბექა საღინაძე , 8. თორნიკე ჯალაღონია;
ემოციურად შესრულებული ჰიმნის შემდეგ ქართველებმა მატჩი მაღალ ტემპში დაიწყეს. თუმცა რუსეთის ნაკრები პირველი წუთებიდან ტაიმის ბოლომდე მწყობრად იცავდა თავს, ვერც თვითონ გაიტანა და არც „ბორჯღალოსნებს“ გაატანინა.
0:0 პირველი ტაიმის შემდეგ.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, ჯერ თედო აბჟანდაძემ გაარტყა ბურთი ძელს საჯარიმო დარტყმის შემდეგ, 45-ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძემ გაჭრა რუსეთის დაცვა და საქართველო დააწინაურა. თედო აბჟანდაძის გარდასახვა და 7:0
55-ე წუთზე მსაჯმა რუსები საკუთარი ჩათვლის ხაზთან დააჯარიმო. მასპინძლებმა შერკინებას საჯარიმოს დარტყმა ამჯობინეს და – 10:0.
ჩვენმა გუნდმა კიდევ ორი საჯარიმოს გატანა მოახერხა. რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან რუსებმა ლელოს გატანა და გარდასახვის შესრულება მოახერხეს. მათ 7 ქულა იკმარეს და „ბორჯღალოსნებმა“ 16:7 გაიმარჯვეს.