კანადა „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის გამო დიდი ბრიტანეთიდან ფრენებს აჩერებს
კანადა „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის გამო დიდი ბრიტანეთიდან ფრენებს აჩერებს

კანადა „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის გამო დიდი ბრიტანეთიდან ფრენებს აჩერებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კანადა დიდი ბრიტანეთიდან ფრენებს 72 საათით წყვეტს. შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო ფრენებზე. გადაწყვეტილება კანადის ოფიციალური პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრის შემდგომ გახდა ცნობილი.

ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დრომდე კანადაში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამის არც ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კანადაში ვირუსით 507 795 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, პანდემიამ 14 228 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 6 203 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დატოვე კომენტარი