გრიგორი კარასინი - რადიკალური ძალები საქართველოში გაურკვევლობას მატებენ რუსეთთან საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის საკითხს, რაზეც საუბარი ნაადრევია
გრიგორი კარასინი - რადიკალური ძალები საქართველოში გაურკვევლობას მატებენ რუსეთთან საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის საკითხს, რაზეც საუბარი ნაადრევია

რუსეთი მოწოდებულია, გააგრძელოს კონსტრუქციული სამუშაო, რათა საქართველოსთან 2011 წელს დადებული საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შეთანხმება რაც შეიძლება, მალე ამუშავდეს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კარასინის თქმით, ხელშეკრულების ასამოქმედებლად მუშაობა გრძელდება და შეხვედრები ტარდება როგორც გაერთიანებული კომიტეტის, ასევე გადაუწყვეტელ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

რუსი პოლიტიკოსი საქართველოსთან ავიამიმოსვლის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რადიკალური ძალები საქართველოში გაურკვევლობას მატებენ რუსეთთან საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის საკითხს, რაზეც საუბარი ნაადრევია.

პოზნერთან დაკავშირებული ინციდენტი იყო სრულიად უმაგალითო. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაბალანსებული და დამგმობი განცხადება ამ კუთხით“, – აღნიშნა კარასინმა.

რუსმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ იგი გააგრძელებს კონტაქტებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან.

„ამ ერთობლივ სამუშაოებს ჩვენ 2012 წლიდან ვატარებდით და ის პრაქტიკულ შედეგებს იძლევა რიგ მნიშვნელოვან სფეროებში. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და საქართველოში მკაცრი შიდაპოლიტიკური ბრძოლის პირობებში, ეს შეიძლება, ზოგჯერ ძალიან რთული იყოს. პანდემიამ 2020 წელს პირისპირ შეხვედრის საშუალება არ მოგვცა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ინტერნეტით და კვლავ პირისპირ შეხვედრის იმედი გვაქვს“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.