რუსთავში ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზია გაქურდეს
რუსთავში ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზია გაქურდეს

რუსთავში „ზუმერის“ მაღაზია გაქურდეს.

მაღაზიიდან წაღებულია „აიფონისა“ და „სამსუნგის“ ძვირადღირებული ტელეფონები.

მძარცველებმა მაღაზიაში შეღწევა მინის ჩამტვრევის შემდეგ მოახერხეს.

მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.