გორში ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზია გაქურდეს
გორში ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

გორში, ტექნიკის მაღაზია „ალტა ოქეი“ გაქურდეს. წაღებულია მობილური ტელეფონები.

მაღაზიის თანამშრომლების განცხადებით, შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს და ფაქტი იქვე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამაც დააფიქსირა. მათივე თქმით, დამნაშავეებმა მაღაზიის მინის კარი ჩაამტვრიეს.

როგორც „ალტა ოქეის“ თანამშრომლები აცხადებენ, მძარცველები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, არასრულწლოვნები იყვნენ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს „ალტა ოქეის“ გაქურდვის მეორე შემთხვევაა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.