ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზია გაქურდეს
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

როგორც პირველ არხს განუცხადეს, წაღებულია მობილური ტელეფონები.

„მაღაზია სავარაუდოდ, არასრუწლოვნებმა გაქურდეს. ვიდეოთვალის ჩანაწერში ორი პირი გამოჩნდა“, – განაცხადა მაღაზიის თანამშრომელმა რეზო ტაბიძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ სავარაუდო დამნაშავეთა ვინაობა დადგენილია. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.