ვიდეოკადრები - როგორ გაქურდეს არასრულწლოვნებმა თბილისში ორი მაღაზია

გამთენიისას თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზია გაქურდეს. როგორც პირველ არხს მაღაზიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ქურდობა არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს. მათ ქვებით ჩაამსხვრიეს კარი, მაღაზიაში კი ერთ წუთზე ნაკლები დაყვეს. მაღაზიიდან წაღებულია 15 ათასი ლარის მობილური ტელეფონები და თანხა – 4 500 ლარამდე.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ამასთან, ამავე მაღაზიათა ქსელის ფილიალი დააყაჩაღეს რამდენიმე დღის წინ გლდანშიც. ორივე ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები პირველ არხს მაღაზიათა ქსელის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.