რუსთავში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს
რუსთავში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

რუსთავში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, გვიან ღამით, უცნობი პირი მაღაზიაში შეიჭრა და 4000 ლარის ტექნიკა წაიღო.

როგორც მაღაზიაში განმარტავენ, ობიექტს დაცვის პოლიცია იცავს. მათივე თქმით, დაცვა ქურდობიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა.

უკვე ამღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სამართალდამცველებმა თითის ანაბეჭდებიც აიღეს.

შსს-ში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.