რუსთავში ჯარისკაცებმა ხანძრის დროს ორი მცირეწლოვანი გადაარჩინეს​ [ვიდეო]

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სამმა სამხედრო მომსახურემ ხანძრის დროს ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

ვებგვერდის ინფორმაციით, ჯარისკაცები რუსთავში გასამართ ღონისძიებაზე მიდიოდნენ, რა დროსაც გზიდან შეამჩნიეს, რომ ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა, ადგილზე მისულებს კი ბინაში ძლიერი ხანძარი დახვდათ. იყო ინფორმაცია, რომ სახლში ორი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. მეზობლების თქმით ბავშვების მამა გარეთ იყო და სახლში ვერ შედიოდა.

მცირეწლოვნები სახლიდან ჯარისკაცებმა გამოიყვანეს.

მაღალი დაკვამლიანების შედეგად სამხედროებმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო ორს, კლინიკა „რუსთავში“ შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.