ვინ არიან სამხედროები, რომლებმაც რუსთავში ხანძრის დროს ორი მცირეწლოვანი გადაარჩინეს [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იმ სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლებმაც რუსთავში ხანძრის დროს ორი მცირეწლოვანი გადაარჩინეს.

„ვინ არიან ის სამხედროები, რომლებმაც ქალაქ რუსთავში სამოქალაქო გმირობა გვიჩვენეს? გაიცანით სამხედრო მოსამსახურეები: კაპიტანი ალექსანდრე ჯანიაშვილი, უფროსი ლეიტენანტი გიორგი მუსელიანი და კაპრალი დავით კვიწინაძე. სამხედროებმა ალმოდებული კორპუსიდან მეხანძრეებთან და პოლიციელებთან ერთად, მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს“, – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სამმა სამხედრო მომსახურემ ხანძრის დროს ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა. მაღალი დაკვამლიანების შედეგად, სამხედროებმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს.