რუსთავში, „საახალწლო სოფელში“ ხანძარი გაჩნდა

00:12, 09.01.2019

რუსთავში, ლეონიძის სკვერში განთავსებულ „საახალწლო სოფელში“ ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მისი ინფორმაციით, ხანძრის დროს ერთი ხის კოტეჯი დაიწვა. კოტეჯი ცარიელი იყო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხანძარი ლიკვიდირებულია.

მსგავსი