რუსთავის მე-12 მიკრორაიონში, სადაც ხანძარი იყო, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს [ფოტო]
რუსთავის მე-12 მიკრორაიონში, სადაც ხანძარი იყო, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს [ფოტო]

რუსთავის მე-12 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ძლიერი დაკვამლიანებაა, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილს ჟანგბადი დასჭირდა. ადგილზე მუშაობენ სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

როგორც ჟურნალისტებს დაზარალებულმა განუცხადა, რომლის ბინაშიც ცეცხლი გაჩნდა, ხანძარი სავარაუდოდ მისმა ძმამ გააჩინა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს და ბოლო პერიოდში სახლის გადაწვით იმუქრებოდა. მისივე თქმით, ცეცხლის გაჩენის მომენტში ბინაში მისი ძმა და დედა იმყოფებოდნენ, დედამ გამოსვლა მოახერხა, თუმცა არაფერი იცის ძმის შესახებ, რომელიც ეტლით მოსარგებლეა. დაზარალებულის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთ ფსიქიატრიულ კლინიკას მიმართა, თუმცა, ვინაიდან მისი ძმა ეტლით მოსარგებლეა, მის მიღებაზე ყველა კლინიკამ უარი უთხრა.

ხანძარი რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ცოტა ხნის წინ გაჩნდა.