რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში კონსტიტუციის ქუჩის # 63-ში ხანძრის შედეგად, 50 წლამდე ასაკის ქალი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ის სახლში მარტო იყო.

ქალის გარდაცვალების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება გახდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.