რუსთავში ხანძრისას მამაკაცი დაშავდა

21:38, 22.12.2018

რუსთავში, ლესელიძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის დროს მამაკაცმა დამწვრობა მიიღო.

როგორც პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულს მეოთხე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.

ამასთან, მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო კიდევ ერთმა მამაკაცმა.

ხანძარი ლიკვიდირებულია.

მსგავსი