რუსთავის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ლევან ონიანი აირჩიეს.
„ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 19-მა დეპუტატმა მიიღო.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს.
დღესვე, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები თავმჯდომარის მოადგილეებს, ფრაქციებისა და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებს აირჩევენ.