რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ ლევან ონიანი აირჩიეს

16:18, 20.11.2017

რუსთავის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ლევან ონიანი აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 19-მა დეპუტატმა მიიღო.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს.

დღესვე, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები თავმჯდომარის მოადგილეებს, ფრაქციებისა და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებს აირჩევენ.

 

მსგავსი