რუსთავის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა
რუსთავის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა

რუსთავის საკრებულომ რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა.

ახალი ბიუჯეტი 87 მილიონ 367 ათას 700 ლარით განისაზღვრა. საწყისი ბიუჯეტი, წინა წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით, 6 მილიონი ლარით არის გაზრდილი. პრიორიტეტები კვლავ ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებია. დამატებულია ასევე ჯანდაცვის ორი ახალი პროექტი.

ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომესიებსა და საკრებულოს გასულ სხდომაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

პირველ მოსმენაზე ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტებულმა საკრებულომ პროექტს მხარი არ დაუჭირა და უკან დააბრუნა. ამჯერად კი საკრებულოში წარმოდგენილმა ოთხივე პარტიამ ბიუჯეტს მხარი ერთხმად დაუჭირა.