რუსთაველის თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მსახიობი სცენაზეა დასვენებული, მონიტორზე კი მის მიერ შესრულებულ როლების ამსახველ კადრებს უჩვენებენ.
რუსთაველის თეატრში სამოქალაქო პანაშვიდი ხუთშაბათს და პარასკევს 15:00 -დან 19:00 საათამდე გაიმართება.
კახი კავსაძეს პირველ მაისს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე 27 აპრილს გარდაიცვალა.