რუსთაველის თეატრში მედეა ჩახავას, სალომე ყანჩელისა და მარინე თბილელის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
რუსთაველის თეატრში მედეა ჩახავას, სალომე ყანჩელისა და მარინე თბილელის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობების, მედეა ჩახავას, სალომე ყანჩელისა და მარინე თბილელის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

მსახიობები კოლეგებმა და მეგობრებმა გაიხსენეს. საღამოს მონაწილეების წინაშე წარმოდგენილი იყო უნიკალური საარქივო მასალა, რომელიც წარმოაჩენდა სამი გამოჩენილი მსახიობის შემოქმედებას და მოღვაწეობას. საიუბილეო საღამო თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

„შევეცადეთ, გაგვეხსენებინა ეს სამი არაჩვეულებრივი არტისტი და ჩვენი სიყვარული, დიდი პატივისცემა და მოკრძალება გამოგვეხატა მათი შემოქმედებისადმი. დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები ახლა რუსთაველის თეატრში ტრიალებს და ბედნიერები არიან დღევანდელი დღით. ჩვენც ბედნიერები ვართ, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს“,- განაცხადა თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძემ.

საიუბილეო საღამო თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.