მესტიის სახალხო და ფოლკლორის თეატრში რუსთაველის თეატრის დასმა პრემიერა წარადგინა

22:51, 31.07.2021

მესტიის ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრში რუსთაველის თეატრის დასმა პრემიერა წარადგინა.

ერთმოქმედებიანი კომედიის – „ჯილდო?!“ სცენური ვერსიისა და დადგმის ავტორი რობერტ სტურუაა.

მესტიაში იმყოფებოდა თავად სტურუაც, რომელიც დღეს იუბილარია. რობერტ სტურუას 83 წლის იუბილე მესტიელებმა საჩუქრით მიულოცეს – მას მახვშის სავარძელი და სვანური ქუდი გადასცეს.

მსგავსი